ახალი ამბები

ფეხბურთი: “სამტრედია” საქართველოს ჩემპიონი გახდა

11 დეკემბერი, 2016 • 3495
ფეხბურთი: “სამტრედია” საქართველოს ჩემპიონი გახდა

“სამტრედია” საქართველოს უმაღლესი ლიგის 2016 წლის გარდამავალი გათამაშების ჩემპიონი გახდა.

დღეს,  11 დეკემბერს, თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ფინალური დაპირისპირების საპასუხო მატჩში სამსაჩხერის „ჩიხურას“  და „სამტრედიას“ თამაში ფრედ 2:2 დასრულდა.

ფინალური წყვილის პირველი მატჩი სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასარულდა.

ორმატჩიან დაპირისპირებაში,   ჯამში,  “სამტრედიამ”  “ჩიხურა” 4:2 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი