ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობისთვის სამუდამო პატიმრობით დასჯიან

6 სექტემბერი, 2016 • 1193
აზერბაიჯანში ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობისთვის სამუდამო პატიმრობით დასჯიან

აზერბაიჯანში ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და საკონსტიტუციო წყობის შეცვლის მცდელობისთვის, რელიგიური ფანატიზმის, რადიკალიზმის და შუღლის ნიადაგზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობისთვის სასჯელის ახალ ზომებს, მათ შორის სამუდამო პატიმრობას გამოიყენებენ – წერს აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო apa.

როგორც მილი მეჯლისში აცხადებენ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენელი ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა უახლოეს დღეებში უნდა განიხილოს, აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 278.2-ე მუხლში შევა. სასჯელის ვადად, რიგ შემთხვევებში, 15-დან 20 წელი, რიგ შემთხვევებში კი, სამუდამო პატიმრობა განისაზღვრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი