ახალი ამბები

აკადემიურმა საბჭომ თსუ-ის კანცლერობის კანდიდატად ნუნუ ოვსიანიკოვა შეარჩია

30 აგვისტო, 2016 • 2596
აკადემიურმა საბჭომ თსუ-ის კანცლერობის კანდიდატად ნუნუ ოვსიანიკოვა შეარჩია

დღეს, 30 აგვისტოს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ თსუ-ის კანცლერობის კანდიდატად თსუ-ის კანცელარიის უფროსი, ნუნუ ოვსიანიკოვა შეარჩია. ოვსიანიკოვას კანდიდატურა დასამტკიცებლად აკადემიურმა საბჭომ თსუ-ის წარმომადგენლობით ორგანოს, სენატს 2 სექტემბრამდე უნდა წარუდგინოს.

თსუ-ის ცნობით, აკადემიური საბჭოს 36 წევრიდან 4 კანდიდატთან (ვახტანგ დათაშვილი, ნუნუ ოვსიანიკოვა, ალექსანდრე ჩხიტაური, შალვა ჯულაყიძე)  გასაუბრებას 32 წევრი ესწრებოდა, ხოლო გასაუბრების შედეგად აკადემიურმა საბჭომ ერთხმად შეარჩია ნუნუ  ოვსიანიკოვას კანდიდატურა.

ნუნუ ოვსიანიკოვას პროფესიული საქმიანობა (თსუ-ის ინფორმაცია)

  • 2006 – : თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიის უფროსი, ასოცირებული პროფესორი
  • 2003-2006: თსუ ორგანული ქიმიისა და ბუნებრივ ნაერთთა ქიმიის  კათედრის დოცენტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს  კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის   სამსახურის ლაბორატორიის უფროსი.
  • 1998-2003: თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე
  • 1996-1998: სახელმწიფო კანცელარიის ეროვნებათაშორისი ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური    პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურის უფროსის მოადგილე
  • 1991-1996: თსუ ორგანული ქიმიისა და ბუნებრივ ნაერთთა ქიმიის კათედრის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი
  • 1981-1991: თსუ ორგანული ქიმიის კათედრის ლაბორანტი, ასპირანტი, თსუ ახალგაზრდული ორგანიზაციის კომიტეტის მდივნის მოადგილე, პარტიული სხვადასხვა თანამდებობა.
  • 1971-1972: #8 აფთიაქის სანიტარი

მასალების გადაბეჭდვის წესი