ახალი ამბები

ენმ-ის საარჩევნო სიის #2 ნომერი სანდრა რულოვსი იქნება

25 აგვისტო, 2016 • 2319
ენმ-ის საარჩევნო სიის #2 ნომერი სანდრა რულოვსი იქნება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) საარჩევნო სიის #2 ნომერი სანდრა რულოვსი იქნება. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.

სანდრა რულოვი ამავდროულად არის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ენმ-დან. ენმ-ის საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძეა.

საარჩევნო სია ენმ-მ  22 ივლისს დაამტკიცა და მისი პირველი ათეული ამ დრომდე ასე გამოიყურებოდა:

1.    დავით ბაქრაძე;
2.    ელენე ხოშტარია;
3.    რომან გოცირიძე;
4.    ნიკანორ მელია;
5.    გიორგი ტუღუში;
6.    ოთარ კახიძე;
7.    სალომე სამადაშვილი;
8.    ირაკლი აბესაძე;
9.    სერგი კაპანაძე;
10.    სერგო რატიანი;

“ქალბატონი სანდრას შემოსვლა ამ გუნდში სერიოზული გაძლიერებაა, რაც დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ პოზიტივს მოუტანს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს”, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

“პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით შევდივარ ამ ბრძოლაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც ეროვნული სიის მე-2 ნომერი და ზუგდიდის მაჟორიტარი. ეს ჩემთვის დიდი პატივია. მე მზად ვარ ამ ბრძოლისათვის. დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში. ასეთ გაძლიერებულ-განახლებული გუნდს, როგორც ჩვენ გვყავს, ნამდვილად სჭირდება და ეკუთვნის მთელი ხალხის მხარდაჭერა. მე მჯერა ჩვენი ქართველების, მათი ძლიერი გონებრივი შესაძლებლობების, რომ სწორი არჩევანს გააკეთებენ და საქართველო წინ წავა. შევეცდები, ამ გუნდს უკეთესი მომავლის შექმნაში დავეხმარო. მე დღეს პირველად შემოვედი ამ პარტიის ოფისში და ვითხოვე გიდი, რადგან არ ვიცოდი, სად, რა და როგორ იყო ორგანიზებული”, – განაცხადა რულოვსმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი