ახალი ამბები

იაკობ ქაჯაიამ უკრაინელი მოჭიდავე დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა

15 აგვისტო, 2016 • 2795
იაკობ ქაჯაიამ უკრაინელი მოჭიდავე დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში იაკობ ქაჯაიამ მეორე შეხვედრაშიც გაიმარჯვა და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

ქართველმა მოჭიდავემ მერვედფინალში უკრაინელ ალექსანდრ ჩერნეცკის სუფთად მოუგო, რომელმაც პირველ შეხვედრაში ეგვიპტელი მოჰამედ აჰმედ აბდელლატიფი დაამარცხა. იაკობ ქაჯაია 130 კგ.–მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს. პირველ შეხვედრაში ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი ედუარდ სოგომონია მარტივად დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის 2 მედალი აქვს – ვერცხლი და ბრინჯაო. ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო მედლის აღება. მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა მოუტანა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი