ახალი ამბებიეკონომიკა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა

17 ივნისი, 2016 • 1314
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა

ეროვნული ბანკის 18 ივნისისთვის დადგენილი ოფიციალური კურსით ლარი დოლართან მიმართებაში 0.04 ლარით გაუფასურდა.

ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლილი კურსი 18 ივნისს 2.179 ლარი იქნება, მაშინ, როდესაც 17 ივნისს ის 2.136 ლარს შეადგენს.

ლარის კურსი ევროსთან მიმართებაშიც უფასურდება – 18 ივნისს ერთი ევრო 2.4512 ლარი ეღირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0559 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი, 18 ივნისი

ლარის კურსი, 18 ივნისი

მასალების გადაბეჭდვის წესი