ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა დამატებით 45 მილიონი დოლარი გაყიდა

6 ოქტომბერი, 2023 • 1502
ეროვნულმა ბანკმა დამატებით 45 მილიონი დოლარი გაყიდა

დღეს, 6 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  გასაყიდად 50 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა. აუქციონზე გაიყიდა 44 900 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა ერთ დოლარზე 2.6716 შეადგინა.

როგორც ეროვნული ბანკი აცხადებს, სავალუტო აუქციონის მიზანშეწონილობა განპირობებული იყო მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციის გაცვლით კურსზე მკვეთრი ზეგავლენის შემცირების მიზნით.

საბოლოო ჯამში, ბოლო ერთ თვეში ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან უკვე მეოთხედ გაყიდა დოლარი, რომლის ჯამური რაოდენობა 90 მილიონს აღწევს.

ლარის კურსმა რყევა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების პასუხად ეროვნულმა ბანკმა რეგულაცია შეცვალა და კერძო ბანკებს აუკრძალა საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით სანქციებს დამორჩილება ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე.

აღნიშნულის გამო ეროვნული ბანკი დატოვეს ვიცე-პრეზიდენტებმა და პრეზიდენტის მრჩეველმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი