ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატების” ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დააკავეს

14 იანვარი, 2012 • 1160
“თავისუფალი დემოკრატების” ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დააკავეს

დღეს, 14:00 საათზე, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია საგანგებო ბრიფინგს გამართავს ლანჩხუთში, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის, ელგუჯა ჩხაიძის დაკავებასთან დაკავშირებით.

ჩხაიძე სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. როგორც “თავისუფალი დემოკრატების” პრეს–სამსახურში აცხადებენ, მას ბრალი ამ დრომდე ოფიციალურად არ აქვს წაყენებული, თუმცა, მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ჩხაიძეს ბრალი იარაღის უკანონო შენახვის მუხლით წაეყენება.

მომხდარის გამო ლანჩხუთში გუშინ საღამოს ჩავიდა ირაკლი ალასანია, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში არკვევდა ჩხაიძის დაკავებასთან დაკაშვირებულ დეტალებს, რის შესახებაც ალასანია რამდენიმე წუთში ისაუბრებს ბრიფინგზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი