ახალი ამბები

მთავრობა გურიის ეროვნული პარკის შექმნას გეგმავს

25 დეკემბერი, 2023 • 1048
მთავრობა გურიის ეროვნული პარკის შექმნას გეგმავს

გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია − გურიის ეროვნული პარკი − შეიქმნება. აღნიშნული საკითხი დღეს, 25 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

როგორც მთავრობაში აცხადებენ, გურიის ეროვნული პარკი 15 310 ჰა ფართობს მოიცავს. გარემოს დაცვის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ამ ფართობის დიდი ნაწილი (დაახლოებით 13 000 ჰა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს მოიცავს, დანარჩენი კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს.

„მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ადგილობრივი ბუნების, ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით და ასევე მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური გაუმჯობესებისთვის, ეკოტურისტული მიმართულებით მათი სხვადასხვა საქმიანობაში ჩართვის და ა.შ.“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ფოტო: Georgian Travel Guide

მასალების გადაბეჭდვის წესი