ახალი ამბები

დიდთოვლობის გამო, გურიაში, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე, მოძრაობა აიკრძალა

17 ნოემბერი, 2023 • 18506
დიდთოვლობის გამო, გურიაში, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე, მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, გურიაში, საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალა.

კონკრეტულად, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 34-დან 53-ე კილომეტრამდე მონაკვეთზე (ჩხაკაურა-ბახმარო). მოძრაობა აკრძალულია ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის მე-13-დან 33-ე კილომეტრამდე მონაკვეთზეც.

მოძრაობა თავისუფალია ჩოხატაურიდან სოფელ ჩხაკაურამდე. ასევე, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის პირველ 12 კილომეტრზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი