ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ინფორმაციას ამის შესახებ თავდაპირველად „გურია TV-მ“ გაავრცელა.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მოკვლევა და შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გარეკანის ფოტო: გურია TV