ახალი ამბებიეკონომიკა

ჩინეთი საქართველოს $9.1 მილიონით დაეხმარება

3 ივნისი, 2016 • 1990
ჩინეთი საქართველოს  $9.1 მილიონით დაეხმარება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება  ჩინეთის დელეგაცია, რომელსაც ვიცეპრემიერი ჭანგ გაოლი ხელმძღვანელობს.

საქართველოს მთავრობამ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ 3 ივნისს ხელი მოაწერეს შეთანხმებას ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის უსასყიდლო დახმარებას 60 მილიონი იუანის (დაახლოებით 9.1 მილიონი აშშდოლარი) ოდენობით.

ეს თანხა საქართველოს ორ რეგიონში სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს.

ამ შეთანხმების გარდა მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს  საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაჩქარების შესახებ.

პრემიერ–მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  სახელმწიფო საბჭოს ვიცეპრემიერს  ჭანგ გაოლის და ჩინეთის დელეგაციის წევრებს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.  

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩინეთის დელეგაცია, რომელსაც ვიცე-პრემიერი ჭანგ გაოლი ხელმძღვანელობს.ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩინეთის დელეგაცია, რომელსაც ვიცე-პრემიერი ჭანგ გაოლი ხელმძღვანელობს.ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი