ახალი ამბები

ზაქარეიშვილი: გალში IPRM-ის შეხვედრები რომ ყოფილიყო, ხურჩის ინციდენტს თავიდან ავიცილებდით

27 მაისი, 2016 • 1876
ზაქარეიშვილი: გალში IPRM-ის შეხვედრები რომ ყოფილიყო, ხურჩის ინციდენტს თავიდან ავიცილებდით

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ გალში ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები აქამდე რომ ყოფილიყო, ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობას თავიდან ავიცილებდით.

მინისტრმა გალისა და ერგნეთის შეხვედრები ერმანეთს შეადარა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები კონფლიქტის ადგილზე ყოფით პრობლემებს აგვარებს.

“ძალიან მძიმე და საშინელი თემით – მკვლელობით დავიწყეთ ეს, მაგრამ იქ არის უამრავი სხვა საკითხი: გადაადგილების უფლება, განათლების საკითხები. სამწუხაროდ, ჩვენ აქამდე ვერანაირად ვერ ვახორციელებდით, უშუალოდ მიგვეღო ინფორმაცია გალის რაიონში. მეტსაც ვიტყვი, ახლა, რა თქმა უნდა, არ მინდა იმით სპეკულირება, მაგრამ გალის შეხვედრები რომ არ გაჩერებულიყო თავის დროზე, მე მგონი, სულ სხვა ვითარება იქნებოდა იმავე ხურჩაში. ახლა ეს მხოლოდ ფანტაზიებია და არ მინდა, რაღაც შორს მიმავალი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ სხვანაირი სტაბილური ვითარება იქნებოდა, დარწმუნებული ვარ, იგივე ხურჩაში, სადაც შეიძლება თავიდან აგვეცილებინა ეს ტრაგედია. ასეთი შეხვედრებით მუდმივად პულსზე გვაქვს ხელი და ერგნეთი ამას ადასტურებს. ბევრი საკითხი შეიძლება ერგნეთში ვერ წყდება, მაგრამ, სულ მცირე, ვიცით მაინც, რატომ ვერ წყდება. ხშირად ხელოვნური მიზეზები არსებობს, მაგრამ ფაქტია, ბევრი საკითხი წყდება. ყოფითი საკითხები. იქ წარმოდგენილი არიან ადგილობრივი სტრუქტურები, ვინც უფრო კარგად ფლობს ინფორმაციას, თუ რა ხდება რეგიონში. ეს არის ჟენევის გაგრძელება. ჟენევის ორი ოთახი, ასე ვიტყოდი, სადაც ადგილზე არსებული პრობლემები გვარდება”, – განაცხადა პაატა ზაქარეშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი