ახალი ამბები

IRI: მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას 89% დადებითად აფასებს

29 აპრილი, 2016 • 1441
IRI: მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას 89% დადებითად აფასებს

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 28 აპრილს გამოაქვეყნა კვლევა, სადაც კითხვაზე, “გთხოვთ, გვითხრათ თქვენი შეხედულება შემდეგი ინსტიტუტების საქმიანობის შესახებ”, 89% საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებს.

მეორე ადგილზეა არმია – 86%-ით, ხოლო მესამეზე – ქართული მედია 74%-ით. 50% აფასებს დადებითად განათლების სისტემას, ასევე 50% – პოლიციას, 46% – პრეზიდენტის ადმინისტრაციას, 43%  – პრემიერის ადმინისტრაციას, 38% – ცესკოს, 34% – პარლამენტს. პროკურატურის საქმიანობას 26% აფასებს დადებითად, სახალხო დამცველის ოფისისას – 29%, ხოლო სასამართლოს – 27%.

IRI-ის კვლევის შედეგები

საზოგადოებრივი განწყობების კვლევის ახალი ანგარიში 28 აპრილს გამოქვეყნდა. IRI-ის დაკვეთით კვლევის საველე სამუშაოები IPM Research-მა ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). გამოკითხვა ჩატარდა 2016 წლის 12 მარტი – 2 აპრილის პერიოდში.

კვლევის ფარგლებში 1500 ადამიანი გამოკითხეს და IRI-ის განცხადებით ის რეპრეზენტატულია ასაკის, გენდერის, განათლების, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. კვლევის ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი