ახალი ამბები

ბერას მეგობარი დიჯეი დააკავეს

18 ოქტომბერი, 2011 • • 1308
ბერას მეგობარი დიჯეი დააკავეს

ბიძინა ივანიშვილის შვილის, მომღერალ ბერას მეგობარი ლევან მდინარაძე სამართალდამცავებმა 17 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე დააკავეს. ინფორმაციას თავად მომღერალი ფეისბუქში, თავის ოფიციალური გვერდზე ავრცელებს.

”ლევან მდინარაძე (DJ Rembo) ქართული ოცნებისთვის დაიჭირეს! გუშინ საღამოს დააკავეს ჩემი და თქვენი მეგობარი, ცნობილი დიჯეი ლევან მდინარაძე (DJ Rembo). ის „ქართული ოცნების“ მაისურებს არიგებდა… ვერ შევჩერდებით, მთელი თაობა მოგვყვება!” – წერს ბერა ფეისბუქზე.

ლევან მდინარაძის, იგივე DJ Rembo- ს დაკავების ამბავი დაადასტურა ბერას პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თამთა ასლამაზიშვილმა. მისი  თქმით, ლევან მდინარაძე ბერასთან მეგობრობდა. ის გუშინ ”ქართული ოცნების” მაისურებს არიგებდა და რა გახდა მისი დაკავების მიზეზი, არ იცის.

ლევან მდინარაძის დაკავების შესახებ ფეისბუქში ავრცელებს ინფორმაციას მისი და, იზი მდინარაძე.  DJ Rembo-ს და წერს, რომ სამართალდამცავებმა მდინარაძის საცხოვრებელი გაჩხრიკეს, თუმცა არაფერი უპოვიათ. დაკავების ოფიციალური მიზეზის შესახებ  ისიც არაფერს ამბობს.

ნეტგაზეთი შეეცდება მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი