ახალი ამბები

“ეროვნული ფორუმი” კოალიციას ტოვებს და არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

3 აპრილი, 2016 • 1538
“ეროვნული ფორუმი” კოალიციას ტოვებს და არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

“ეროვნული ფორუმის” ყრილობაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, პარტიამ გადაწყვიტა, რომ დატოვოს კოალიცია “ქართული ოცნება” და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღოს. 451 ხმა 10-ის წინააღმდეგ, “ეროვნული ფორუმის” წევრთა 98% მხარს უჭერს პარტიის დამოუკიდებლობას.

ასევე, პარტიის ლიდერი, გუბაზ სანიკიძე პარლამენტის ვიცესპიკერის თანამდებობიდან გადადგება.

“კოალიცია ქართულმა ოცნებამ ამოწურა თავისი ფუნქცია და ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ კოალიცია და არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა,” – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

კოალიციისაგან დამოუკიდებლად საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება რესპუბლიკურმა პარტიამაც მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი