საზოგადოება

სამუშაო საათების გავლენა ჯანმრთელობაზე

12 მაისი, 2010 • • 1649
სამუშაო საათების გავლენა ჯანმრთელობაზე

თუ თქვენ უფროსის მისამართით ხშირად ამბობთ, რომ ხანგრძლივი სამუშაო საათები გკლავთ, გაუგზავნეთ ეს სტატია თქვენს უფროსს.

ახალი კვლევის თანახმად, თუ დღის მანძილზე 10 საათზე მეტს მუშაობთ, დაახლოებით 60 პროცენტით იზრდება იმის ალბათობა, რომ გულის დაავადებები გაგინვითარდეთ.

არ არის ნათელი, თუ რატომ ხდება ასე, მაგრამ მკვლევარები ამბობენ, რომ სამსახურში დროის დიდი ნაწილის გატარება  ნიშნავს, რომ ნაკლები დრო გრჩებათ საკუთარი თავის მოვლისთვის. სტრესმაც, შესაძლოა, იქონიოს გავლენა, თუმცა, არა იმდენი, რამდენიც წარმოგიდგენიათ. ხანგრძლივმა სამუშაომ, სტრესის და დაძაბული რეჟიმის გარეშეც, შესაძლოა, იქონიოს გავლენა თქვენს ჯანმთელობაზე.

“ბალანსი სამსახურსა და თავისუფალ დროს შორის მნიშვნელოვანია”,–ამბობს კვლევის ავტორი, ექიმი მარიანა ვირტანენი, “თუ ადამიანი დიდ დროს უთმობს მუშაობას, იმის შანსი, რომ მას საკუთარ თავზე ზრუნვისთვის ცოტა დრო დარჩეს, დიდია.”

მარიანა ფიქრობს, რომ ექიმებმა გულის დაავადების რისკ ფაქტორებში აუცილებლად უნდა შეიტანონ ხანგრძლივი სამუშაო საათები.

Health.com: Head-to-toe solutions for stress

ექიმმა ვირტანენმა და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს ბრიტანეთის 6000-ზე მეტი  მოქალაქე, რომელთა სამედიცინო ისტორიებში არ იყო აღნიშნული გულთან დაკავშირებული პრობლემები. მონაწილეები გადმოიყვანეს მიმდინარე დიდი პროგრამიდან, რომელიც უაითჰoლ ორის სახელით არის ცნობილი და რომელიც 1985 წელს დაიწყო.

იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც დღის მანძილზე 7 საათზე მეტს არ მუშაობენ, დღეში 10-12 საათის მანძილზე დატვირთულ ადამიანებს 56 პროცენტით გაეზარდათ გულის პრობლემებთან დაკავშირებული რისკები. 8-10 საათამდე სამუშაო გრაფიკით დატვირთული ადამიანების  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები, კვლევის მიხედვით, არ დაფიქსირებულა.

“კვლევის შედეგები ერთგვარი გამოსაფხიზლებელი ზარი უნდა იყოს”, ამბობს ექიმი გორდონ მაქქინზი, გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც სარედაქტორო წერილი დაურთო კვლევას, “ექიმებმა  სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ბევრს მუშაობს”,-ამბობს ის.

კვლევა არ აჩვენებს, თუ რატომ მოქმედებს ხანგრძლივი სამუშაო საათები გულზე. იმისთვის, რომ ზუსტად დაედგინათ სამუშაო საათების ეფექტი, ექიმმა ვირტანენმა და მისმა კოლეგებმა, ანალიზისას მხედველობაში მიიღეს მრავალი ფაქტორი, მათ შორის, სისხლის მიმოქცევა, ქოლესტერინის დონე, დიეტა და ვარჯიში და, ასევე,  იყო თუ არა მწეველი კვლევაში მონაწილეთა შორის. ამ ფაქტორებს შორის მათ გაითვალისწინეს მონაწილის სამსახურებრივი სტატუსი და მისი ხელფასი.

გარკვეული თვალსაზრისით, ადამიანები, რომლებიც დიდ დროს უთმობენ მუშაობას, უფრო ჯანმრთელები არიან, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ 7 საათს მუშაოებენ. ასეთი ადამიანები უფრო ნაკლებს სვამენ და ეწევიან და უფრო მეტს ვარჯიშობენ. სამაგიეროდ, მათ ცოტა სძინავთ და მეტ სტრესს იღებენ.

კვლევის მიხედვით, ისინი, ამავდროულად, ავლენენ “ ა ტიპის” პერსონალურ შტრიხებს. ა ტიპის ქცევა შეიცავს აგრესიულობას, გაღიზიანებას და ქრონიკულ სურვილს, რაც შეიძლება მოკლედ დროში მიაღწიო უფრო მეტს.

პროფესორი პიტერ კაუფმანი, გულის, ფილტვის და სისხლის ინსტიტუტის მკვლევარი ვაშინგტონში ამბობს, რომ ამ ტიპის კვლევები (ცნობილია როგორც დაკვირვებითი კვლევები) ვერ დაამტკიცებს, პირდაპირ კავშირშია თუ არა ხანგრძლივი სამუშაო საათები  გულის დაავადებების რისკებთან.

“თქვენ შეიძლება შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვეულებრივზე უფრო ენერგიულები  არიან სამსახურის მიმართ. მაგრამ ისინი ასეთები შეიძლება იყვნენ სახლში და ახლობლებთან ურთიერთობაშიც. მათ შეიძლება ჰქონდეთ არაორგანიზებული ქცევები და ჩვევები.

კვლევას ჰქონდა რამდენიმე შეზღუდვა. მკვლევარებმა  სისხლის წნევა მხოლოდ  კვლევის დასაწყისში გაზომეს და შემდეგ არ მიეცათ შესაძლებლობა, ენახათ, შეიცვალა თუ არა ეს ფაქტორი დროის განმავლობაში, ამბობს მაქინზი.

გარდა ამისა, მკველავარებს არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, ჰქონდათ თუ არა დეპრესია ან მღელვარება მათ მიერ გამოკვლეულ პაციენტებს, ორიივე მათგანი კი გულის დაავადებებს იწვევს.

დაბოლოს, ყველა კვლევის მონაწილე თეთრკანიანი ინგლისელი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლევის შედეგები, შესაძლოა,  ნებისმიერ მოსამსახურე ადამიანს არ მიესადაგოს.

cnn.

მასალების გადაბეჭდვის წესი