ხელოვნება

საქართველოს ევროვიზიაზე ნინა სუბლატი წარადგენს

14 იანვარი, 2015 • 2591
საქართველოს ევროვიზიაზე ნინა სუბლატი წარადგენს

საერთაშორისო ჟიურის მიერ შერჩეული 5 კანდიდატიდან გამარჯვებული მაყურებელმა და ჟიურიმ ერთად გამოავლინეს.

 

ნინა სუბლატის გარდა კონკურსზე გასამგზავრებლად ეთერ ბერიაშვილი, ედვარდ მეისონი, ჯგუფი „ნიუტონი“ და მიშა სულუხია იბრძოდნენ.

 

პირველი არხის ცნობით, მათი მუსიკალური რგოლები პირველი არხის ეთერში ორი კვირის განმავლობაში იყო განთავსებული, მაყურებელს კი საშუალება ჰქონდა სასურველი კანდიდატისთვის დღეში ერთი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნა.

 

2015 წელს ევროვიზიის მე-60 კონკურსი ავსტრიაში გაიმართება და მონაწილეობას 39 ქვეყანა მიიღებს.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 2014 წლიდან ნინა სუბლატი ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. 2013 წელს მან  მონაწილეობა მიიღო პროექტში “საქართველოს ვარსკვლავი”, სადაც პროექტის გამარჯვებული გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი