ახალი ამბები

ცნობილია, რა სიმღერით წარდგება ნუცა ბუზალაძე ევროვიზიაზე [ვიდეო]

11 მარტი, 2024 • 3444
ცნობილია, რა სიმღერით წარდგება ნუცა ბუზალაძე ევროვიზიაზე [ვიდეო]

2024 წლის ევროვიზიაზე ნუცა ბუზალაძე წარდგება სიმღერით Firefighter, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ დაწერეს.

რაც შეეხება სიმღერაზე გადაღებულ კლიპს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი – ლუიჯი ალოკა, კოსტუმების დიზაინი ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილს ეკუთვნით, მონტაჟის რეჟისორი კი ნესტან სინჯიკაშვილია.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ნუცა ბუზალაძესთან ერთად ვიდეორგოლში ქართველი და იტალიელი მოცეკვავეები მონაწილეობენ.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება. ნუცა ბუზალაძე საქართველოს სახელით 9 მაისს, მეორე ნახევარფინალში იმღერებს.

ცოტა ხნის წინ ნუცა ბუზალაძე ცნობილ ამერიკულ პროექტში American Idol-ში მონაწილეობდა, სადაც 12 საუკეთესო მომღერალს შორის მოხვდა, როგორც უცხოელი შემსრულებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი