ახალი ამბები

საქართველო ევროვიზიის ფინალში მერვედ ვერ გადავიდა

12 მაისი, 2023 • 1552
საქართველო ევროვიზიის ფინალში მერვედ ვერ გადავიდა

საქართველო ევროვიზიის ფინალში ვერ გადავიდა. ეს არის, ჯამში, მერვე მცდელობა, როცა საქართველოს წარმომადგენელმა ფინალში გადასვლა ვერ მოახერხე. მუსიკალური კონკურსის მეორე ნახევარფინალი 11 მაისს ჩატარდა დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში. მაყურებლის წინაშე 16 ქვეყანა წარდგა.

2023 წლის ევროვიზიაზე საქართველოს მომღერალი ირუ ხეჩანოვი წარმოადგენდა.

წლევანდელ კონკურსს დიდი ბრიტანეთი მასპინძლობს უკრაინის სახელით. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ევროვიზია უკრაინამ მოიგო, კონკურსი იქ ვერ ტარდება რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის გამო.

საქართველოს წარმომადგენელმა ევროვიზიის ფინალში გადასვლა ბოლოს მხოლოდ 2017 წელს მოახერხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი