ახალი ამბებიეკონომიკა

IDS Borjomi-ის საკონტროლო პაკეტი იყიდა რუსი მილიარდერის, მიხეილ ფრიდმანის კონსორციუმმა

28 იანვარი, 2013 • 6717
IDS Borjomi-ის საკონტროლო პაკეტი იყიდა რუსი მილიარდერის, მიხეილ ფრიდმანის კონსორციუმმა

“Альфа-Групп“–ი არის მსხვილი ფინანსური კონსორციუმი, რომელიც რუსეთში 1998 წელს დაფუძნდა. კონსორციუმი ფლობს აქტივებს ნავთობის, გაზის და კომუნიკაციების სფეროში. კერძოდ, „ბიპი ლიმითედის“ 25 პროცენტს, „ვიმპელკომის“ 44 პროცენტს, მეგაფონის 25,1 პროცენტს და  კომპანია X 5 სთეილის 47,86 პროცენტს, სტს მედის 26,1 პროცენტს.

“Альфа-Групп“–ის მსხვილი აქციონერები არიან- მიხაილ ფრიდმანი, რომელიც ფორბსის სიაში მე–6 ადგილზეა და 13,4 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს. კონსორციუმის მეორე მსხვილის აქციონერია გერმან ხანი, რომელიც ფორბსის სიაში მე–15 ადგილზეა და 8,5 მილიარდის ქონებას ფლობს. მესამე აქციონერია ალექსეი კუზმიჩევი, რომელიც ფორბსში მე–18 ადგილს იკავებს და 6,7 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს.

BFM.RU –ს ცნობით, ბადრი პატარაკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე ადასტურებს, რომ  “IDS Borjomi”-ის  საკონტროლო პაკეტის გაყიდვაზე გარიგება ამ დროისათვის დასრულებულია.

“შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ გარიგება დასრულდა”, – აცხადებს გუდავაძე.

მისი თქმით, გარიგების პირობები კონფიდენციალურია: „თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ აქციების მოცულობა, რომელიც ოჯახს დარჩა, აქტივების მმართველობაში მონაწილეობას მოიცავს”, – განუცხადა ინა გუდავაძემ BFM.RU–ს.

კომპანიის აქციების 100 პროცენტი 500 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. გარიგებამდე კომპანიის აქციების 87 პროცენტი პატარკაციშვილების ოჯახს ფონდ „სელფორდის“ გავლით ეკუთვნოდა. ფონდი „სელფორდ კაპიტალი“ ბადრი პატარკაციშვილმა, ბორის აბრამოვიჩმა და  ბორის ბერეზოვსკიმ ერთობლივად შექმნეს. კომპანიის მინოტარული აქციების 13 პროცენტი ნაწილდებოდა აქციონერებზე საქართველოში და უკარინაში.

გავრცელებული ინფორმაციით,  “Альфа-Групп“ –მა  პატარკაციშვილების ოჯახისაგან აქციების 55,8 პროცენტი იყიდა, 37,2 პროცენტი კი ისევ ოჯახის საკითრებაში დარჩა. რაც შეეხება მინოტარულ აქციებს, მათი მფლობელი არ შეცვლილა.

2012 წლის სექტემბერში ბორის ბერეზოვსკიმ და ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეებმა სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. 2011 წელს ინა გუდავაძის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ოჯახი ფონდ სელფორდში წილის დათმობას აპირებდა. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეებმა ფონდ სელფორდის წილიც გაყიდეს და ფონდის კაპიტალიდან გავიდნენ.

ფონდი სელფორდი ფლობს ბრენდებს  «Святой источник», «Черноголовка», «Липецкий бювет». ამ დროისათვის ფონდის შესახებ არსებული ინფორმაცია მწირია. სელფორდის ძირითადი აქტივები გამთავსებული იყო უკრაინაში, რუსეთში და აღმოსავლეთ ევროპაში.

ექსპერტები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ „ბორჯომის“  რუსული კომპანიის მიერ შესყიდვამ, შესაძლოა, ბრენდს რუსეთის ბაზარზე გზა გაუხსნას. 2013 წლის 4 თებერვალს ქართული მხარე რუსეთის სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელთან მოლაპარაკება იგეგმება. არ არის გამორიცხული, რომ ამ პროცესში კომპანიის აქციების საკონროლო პაკეტის მფლობელი კომპანიაც ჩაერთოს.

კომპანია ბორჯომის თბილისის ოფისში აქციების გასხვისების და მოსკოვში დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი