ახალი ამბები

ბორჯომში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია – შსს

27 აგვისტო, 2022 •
ბორჯომში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის ტყეში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია და ამჟამად აქტიურ კერებზე მუშაობა მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, მეხანძრეებთან ერთად ცეცხლის ქრობაში მონაწილეობენ შსს-ის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

ამასთან, დილიდან განაახლეს მუშაობა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა.

ცეცხლი სოფელ ზორეთის მიმდებარედ 19 აგვისტოს გაჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი