ახალი ამბები

პროკურატურიდან დათხოვნილ თანამშრომლებს პენნსია დაენიშნებათ

19 მარტი, 2014 • • 912
პროკურატურიდან დათხოვნილ თანამშრომლებს პენნსია დაენიშნებათ

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურის ყოფილი მუშაკი მხოლოდ იმ შემთხვევასია უფლებამოსილი მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია, თუ მას აქვს კანონით განსაზღვრულ ორგანოში მუშაობის არანაკლებ 25 წლიანი სტაჟი (მათ შორის არანაკლებ 4 წლისა პროკურატურაში) და მისი პროკურატურიდან დათხოვნა განხორციელდა საპენსიო ასაკის გამო. შესაბამისად, პროკურატურის სისტემიდან გათავისუფლებული სხვა თანამშრომლები არ არიან უფლებამოსილი მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. 

 

წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, პროკურატურის ყოფილ მუშაკს შესაძლებლობა ექნება კომპენსაცია მიიღოს არა მხოლოდ საპენსიო ასაკის გამო, არამედ ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც მისი პროკურატურიდან დათხოვნა დაკავშირებულია პირადი განცხადებით გათავისუფელბასთან, შტატების შემცირებასთან, ანდა წარმოდგენილი კანონპროექტის მეცხრე მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში არჩევასთან, ან დანიშვნასთთან.

 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ პროკურატურის მუშაკი ასევე უნდა აკმაყოფილდებდეს კანონით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებსაც, მათ შორის, იგი არ უნდა ეწეოდეს საჯარო საქმიანობას. ზემოთ მითითებულ შემთხვევებში, პროკურატურის ყოფილი მუშაკის სახელმწიფო კომპენსაცია განისაზღვრება 80%–ით დათხოვნის მომენტისთვის პროკურატურის მუშაკის თანამდებობრივი სარგოს 1,5%–ის ნამრავლისა წარმოდგენილი კანონპროექტის მეცხრე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე.

 

 

გარდა ამისა, ცვლილებებით კომპენსაციის მისაღებად დადგენილი 25 წლიანი სამუშაო სტაჟი მცირდება 20 წლამდე და იმ უწყებათა რაოდენობა ფართოვდება, სადაც სპეციალობით მუშაობა ჩაითვლება აღნიშნული 20 წლიანი მუშაობის სტაჟში. კანონპროექტით, სტაჟში ითვლება შემდეგ ორგანოებში მუშობა: პროკურატურა, შს სამინისტრო, იუსტიციის, სახლემწიფო უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, თავდაცვის სამინსიტროს, სასჯელაღსრულების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინსიტროს(2011 წლის 11 მარტამდე), ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს(2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე) შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში მუშაობა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი