კომენტარი

ზურაბიშვილი ეხმაურება რუსეთიდან ჩამოფრენილ პირველ რეისს

19 მაისი, 2023 • 1399
ზურაბიშვილი ეხმაურება რუსეთიდან ჩამოფრენილ პირველ რეისს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბშვილი ეხმაურება რუსეთიდან ჩამოფრენილ პირველ სამგზავრო რეისს.

„მიუხედავად საქართველოს ხალხის წინააღმდეგობისა, რუსეთმა დასვა მისი პირველი არასასურველი რეისი თბილისში. #არაფრენებსრუსეთიდან,“ – წერს პრეზიდენტი ტვიტერზე.

 


რუსეთმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“.მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“ და „რედ ვინგზმა“ და ქართულმა „Georgian Airways-მა“.ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი