“ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ თინა ხიდაშელზე გოგი თოფაძის მიერ გაკეთებული განცხადებები კოალიციის იმიჯს აზიანებს:
“ბერძენიშვილის მოწოდება არაფერ შუაში არის. ვფიქრობ, ბატონი გოგის განცხადება კურსთან დაკავშირებით, არჩევნებთან დაკავშირებით არათუ ადექვატურია, არამედ დამაზიანებელია პირადად მისთვისაც და კოალიციის იმიჯისთვისაც და ვთხოვდი, რომ შეარჩიოს კომენტარები, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ესოდენ მნიშნელოვან პერიოდში, წინასაარჩევნოდ. არჩევნები, კიდე ერთხელ ვადასტურებ, კოალიციურად ჩატარდა და გაყალბება არ არის დადასტურებული არცერთ დონეზე, აბსოლუტურად ობიექტური შედეგი დაიდო. რაც შეეხება კურსს, ეს კურსი გოგი თოფაძის განცხადებით, არანაირი კითხვის ნიშნის ქვეშ არ არის.”
ვოლსკიმ ეს განცხადება ჟურნალსიტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც დავით ბერძენიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საჯაროდ გააკრიტიკა გოგი თოფაძის განცხადებები. თუმცა, ნეტგაზეთთან საუბარში 11 თებერვალს, თოფაძემ განაცხადა, რომ ხიდაშელი საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში არ დაუდანაშაულებია.