ჯეოსელი Apple-ის პარტნიორი გახდა

ჯეოსელი აცხადებს, რომ მალე საქართველოში მომხმარებლებს ოფიციალურ  iPhone-ს წარუდგენს.  

ჯეოსელმა 20 იანვარს განაცხადა, რომ თავის მაღაზიებში მომხმარებლებს მალე შესთავაზებს  ოფიციალურ  iPhone 6s-ს და iPhone 6s Plus-ს.

ჯეოსელი ერთადერთი მობილური ოპერატორია საქართველოში, რომელიც Apple-ის პარტნიორი გახდა.

სავარაუდოდ ჯეოსელი ერთადერთი კომპანიაა, რომელიც საქართველოში iPhoneს ოფიციალურად გაყიდის.

Apple-ის ვებ გვერდის მონაცემების მიხედვით საქართველოში რამდენიმე კომპანიის მაღაზიაშია შესაძლებელი Apple-ის ოფიციალურად შეძენა, თუმცა არც ერთი მაღაზიის პროდუქციის ჩამონათვალში არ არის მითითებული   iPhone.

მაღაზიები თბილისში, სადავ apple -ის ზოგიერთი პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი. წყარო: https://locate.apple.com/

მაღაზიები თბილისში, სადავ apple -ის ზოგიერთი პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი. წყარო: https://locate.apple.com/

Facebook -ის მონაცემებით საქართველოდან რეგისტრირებული მილიონ 600 ათასი მომხარებლიდან 250 000 aplle-ის პროდუქცია აქვს, აქედან 220 ათასს სხვადასხვა მოდელის აიფონი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი