რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აქებს.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის კურსს ატარებს.
„2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ პრაქტიკულად აღკვეთა პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიციირებული სახელმწიფო გადატრიალება და დაიწყო ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის კურსის გატარება“, – განაცხადა შოიგუმ დსთ-ის სახელმწიფოების უშიშროების საბჭოების მდივნების მე-14 ყოველწლიურ შეხვედრაზე.
შოიგუს თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას მიესალმება.
„ჩვენ მივესალმებით საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას. ამასთან, ხაზს გავუსვამ, რომ რეგიონული პრობლემები პოლიტიკურ-დიპლომატიური საშუალებებით, გარე ქვეყნების ჩარევის გარეშე უნდა გადაიჭრას
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის „3+3“ მუშაობის განახლება“, – განაცხადა შოიგუმ.
