ახალი ამბები

რუსი დეპუტატი: Apple-ს შეუძლია, გამორთოს ყველა აიფონი რუსეთში, ხოლო Google-ს — ანდროიდი

20 მარტი, 2024 • 888
რუსი დეპუტატი: Apple-ს შეუძლია, გამორთოს ყველა აიფონი რუსეთში, ხოლო Google-ს — ანდროიდი

რუსეთის სათათბიროს დეპუტატის ანტონ გორელკინის თქმით, „გარკვეულ სცენარში“ ამერიკულ კომპანია Apple-ს შეუძლია, გამორთოს ყველა iPhone რუსეთში, ხოლო Google-ს — Android.

რუსული ხარისხის სისტემის („როსკაჩესტვო“) ციფრული ცენტრის ხელმძღვანელ ანტონ გორელკინის თქმით, ტექნიკურად ეს შესაძლებელია, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა.

„ტექნიკურად შესაძლებელია ყველა Apple და Android სმარტფონის გამორთვა, რომლებიც იყენებენ „გუგლის“ სერვისებს. ეს ხდება იმავე მექანიზმის გამოყენებით, როგორც მოპარული მოწყობილობების დაბლოკვა“, — განმარტა კუზმენკომ.

თუმცა, მისი თქმით, სმარტფონებში არ არის მითითებული, თუ რომელი ქვეყნისთვისაა წარმოებული და სალიცენზიო ხელშეკრულება დაბლოკვის ასეთ პირობებს არ ითვალისწინებს.

„მეორე მხრივ, თუ კორპორაციები გადადგამენ ასეთ ნაბიჯს, ეს გამოიწვევს უზარმაზარ რეპუტაციულ ზიანს და მრავალმილიონიან დავებს სასამართლოებში“, — განაცხადა კუზმენკომ.

ციფრული ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთში ასევე ბევრი უცხოელია — ზოგი სამუშაო ვიზიტით, ზოგი სტუმრობს ნათესავებს და მათი განცალკევება ადგილობრივი მცხოვრებლებისგან, რომლებიც იყენებენ უცხოურ ტექნოლოგიას, ძალიან რთული ამოცანა იქნება.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ Apple-მა შეზღუდა საგადასახადო სისტემა Apple Pay და სხვა მომსახურებები რუსეთში, ასევე, Russia Today-ს სიახლეების გამოწერა.

Apple რუსეთში გაყიდვებს აჩერებს – Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი