ახალი ამბები

ეფლმა App Store-ში საქართველო დაამატა

21 აპრილი, 2020 • 2219
ეფლმა App Store-ში საქართველო დაამატა

Apple-ის ქართველ მომხმარებლებს App Store-ში აპლიკაციების შეძენა ამიერიდან პირდაპირ ბარათის მიბმით შეეძლება. საქართველო იმ 20 ქვეყანას შორის მოხვდა, რომელიც კომპანიამ App Store-ში დაამატა.

App Store-ის გაფართოების შესახებ ეფლის გადაწყვეტილებაზე 23 მარტს წერდა The Verge. როგორც გამოცემა აღნიშნავდა, კომპანია გეგმავდა, აპლიკაციების შესყიდვა უფრო მეტი ქვეყნის მოაქალაქეებისთვის გაეხადა შესაძლებელი, რის შესახებაც დეველოპერებს ხვდებოდა. მედიასაშუალების ცნობით, ეფლმა დეველოპერებს ურჩია, საკუთარი ინფორმაცია 10 აპრილისთვის განახლებული ჰქონოდათ, რადგანაც ამ პერიოდში იგეგმებოდა ბაზრის გაფართოება.

ამჟამად App Store მსოფლიოს 155-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. 20 ქვეყანას შორის, რომელიც App Store-ს დაემატება, საქართველოს გარდა, არის სერბეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ლიბია, მონტენეგრო, ტონგა, ავღანეთი და ერაყიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი