ახალი ამბები

ევროკავშირის რეგულაციის გამო „ეფლი“ 2 წელიწადში Type C დამტენებზე გადავა

27 ოქტომბერი, 2022 • 866
ევროკავშირის რეგულაციის გამო „ეფლი“ 2 წელიწადში Type C დამტენებზე გადავა

კომპანია ეფლი „ეფლი“ (Apple) აცხადებს, რომ დაემორჩილება ევროკავშირის რეგულაციებს და აიფონებზე ტრადიციული (Lightning) დამტენის ნაცვლად Type C ტიპის კონექტორებს დააყენებს.

„ეფლის“ თქმით, სხვა არჩევანი არ აქვს – ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2024 წლიდან ევროკავშირში გაყიდული ყველა მოდელის მობილურ ტელეფონს/სმარტფონს ერთნაირი, სტანდარტიზებული დამტენი უნდა ჰქონდეს.

Type C დამტენებს ამ დროისთვის უკვე იყენებს ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილებების უმრავლესობა (ლეპტოპები, მათ შორის, „ეფლის“ ლეპტოპები, სათამაშო კონსოლები და ანდროიდების სისტემაზე მომუშავე სმარტფონების აბსოლუტური უმრავლესობა).

„ეფლი“, — რომელიც აიფონებზე lightning ტიპის დამტენს ამ დრომდე ინარჩუნებდა, — აცხადებდა, რომ დამტენების სტრანდარტიზაცია „წახალისების ნაცვლად, აფერხებს ინოვაციას და დააზიანებს მომხმარებლებს ევროპასა და მსოფლიოში“.

„ეფლის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა გრეგ იოზვიაკმა განაცხადა, რომ კომპანიას „ცხადია, მოუწევს, წესებს დაემორჩილოს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი