ახალი ამბებისაზოგადოება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი არ ადასტურებს აიათოლასა და პრეზიდენტის მკვლელობას

28 თებერვალი, 2026 •
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი არ ადასტურებს აიათოლასა და პრეზიდენტის მკვლელობას

28 თებერვლის გამთენიისას, ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე თავდასხმის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში ვითარება უფრო და უფრო მწვავდება. თავდასხმის საპასუხოდ ირანმა იერიში მიიტანა რამდენიმე აშშ0ის სამხედრო ბაზებზე სპარსეთის ყურის ქვეყნებში. აფეთქებების ხმა ისმის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ქუვეითსა და ბაჰრეინში.

ვრცელდება დაუდასტურებელი ცობები ირანის სამხედრო, პოლიტიკური და სასულიერო ლიდერების მკვლელობის შესახებ. თუმცა, ოფიციალური ინფორმაცია, ამ დროისთვის არ არსებობს.

გამოცემა Reuters ავრცელებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის კომენტარს, რომელიც ამბობს, რომ “შესაძლოა დავკარგეთ რამდენიმე [სამხედრო] მეთაური, მაგრამ ეს დიდი პრობლემა არ არის”.

დღეს, 28 თებერვლის დილით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაიწყო “პრევენციული თავდასხმა” ირანზე. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში “მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია” დაიწყო.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი