აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ აშშ ირანში “მნიშვნელოვან საბრძოლო ოპერაციას” ახორციელებს.
მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან დარტყმების მიზანია ირანის საზღვაო ფლოტისა და რაკეტების განადგურება.
გარდა ამისა, ტრამპმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ შესაძლოა იყოს მსხვერპლი აშშ-ის მხრიდანაც.
“შეიძლება დავკარგოთ მამაცი ამერიკელი გმირების სიცოცხლე და შეიძლება გვქონდეს მსხვერპლი, რაც ხშირად ხდება ომში, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ არა აწმყოსთვის, არამედ მომავლისთვის და ეს არის კეთილშობილური მისია”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
President Donald J. Trump on the United States military combat operations in Iran: pic.twitter.com/LimJmpLkgZ
— The White House (@WhiteHouse) February 28, 2026
დღეს, 28 თებერვლის დილიდან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დაიწყეს ირანზე “პრევენციული დაბომბვა”.








