ახალი ამბები

“კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბირთვული უსაფრთხოების დაცვა” – EU-ის ლიდერების ერთობლივი განცხადება ირანზე

28 თებერვალი, 2026 •
“კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბირთვული უსაფრთხოების დაცვა” – EU-ის ლიდერების ერთობლივი განცხადება ირანზე

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

“ძალიან შემაშფოთებელია ირანში განვითარებული მოვლენები. ჩვენ ვინარჩუნებთ მჭიდრო კომუნიკაციას ჩვენს პარტნიორებთან რეგიონში. გარდა ამისა, ჩვენ ვადასტურებთ ურყევ ერთგულებას რეგიონული უსაფრთხიებისა და სტაბილურიბის დასაცავად.

კრიტიკულად მნიშნელოვანია ბირთვული უსაფრთხოება და ნებისმიერი იმგვარი ქმედების თავიდან აცილება, რამაც შეიძლება სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს. ევროკავშირმა მიიღო ფართომასშტაბიანი სანქციები ირანის მკვლელი რეჟიმისა და რევოლუციური გვარდიის საპასუხოდ, ასევე მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ ძალისხმევას ბირთვული და ბალისტიკური პროგრამების საკითხის გადასაჭრელად.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშორმლობით, ჩვენ მივიღებთ ყველა საჭრო ზომას, რათა ევროკავშირის მოქალაქეებს ჰქონათ სრული მხარდაჭერა.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისა და საერთაშორისო კანონების პატივისცემისკენ, რათა დავიცვათ მშვიდობიანი მოქალაქეები”, – წერია ევროკავშირის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე თავდასხმას ჯერ არ გამოხმაურებია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ან “ქართული ოცნების” სხვა რომელიმე უწყება.

დღეს, 28 თებერვლის დილით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაიწყო “პრევენციული თავდასხმა” ირანზე. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში “მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია” დაიწყო.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი