საზოგადოება

ისრაელი აცხადებს, რომ ირანს დაარტყა

28 თებერვალი, 2026 •
ისრაელი აცხადებს, რომ  ირანს დაარტყა

28 თებერვლის დილიდან ისრაელმა ირანზე თავდასხმა დაიწყო. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ეს არის “პრევენციული თავდასხმა”. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საგანგებო რეჟიმი 28 თებერვლის დილის 8 საათიდან გამოცხადდა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა “სრული აქტივობიდან” მხოლოდ “აუცილებელი აქტივობის” რეჟიმზე გადადის. აიკრძალა საგანმანათლებლო და სამუშაო სივრცეების გახსნა, გარდა აუცილებელი ეკონომიკური სექტორებისა.

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ირანის ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი თეირანში არ იმყოფება – ის უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

ამავე გამოცემის ცნობით, ისრაელმა დახურა საჰაერო სივრცე სამოქალაქო რეისებისთვის. ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, არ შევიდნენ არცერთ აეროპორტში.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, ავიჩაი ადრააეს ინფორმაციით, მათ იერიში მიიტანეს ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურაზე სამხრეთ ლიბანშიც. ჰეზბოლა არის ლიბანური სამხედრო გაერთიანება და პოლიტიკური პარტია. მიიჩნევა, რომ ის ირანის მხარდაჭერით არსებობს. ჰეზბოლა აშშ-ის ტეროროსტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი