ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე თამაზ ურთმელიძე არ მივიდა

9 ნოემბერი, 2015 • • 1124
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე თამაზ ურთმელიძე არ მივიდა

თამაზ ურთმელიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილი გაუგზავნა, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ საბჭოს სხდომაზე წაიკითხა.

 

”2015 წლის 4 აგვისტოდან ჩემს წარმოებაშია სამოქალაქო საქმეზე ქიბარ ხალვაშის და შპს ’პანორამას” საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც ერთ-ერთი მოპასუხეა სამაწუყებლო კომპანია ”რუსთავი 2”. საქმეზე გადაწყვეტილება გამოტანილია 2015 წლის 3 ნოემბერს, ხოლო განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე მიღებულია 2015 წლის 5 ნოემბერს.

 

მოპასუხეების საჯაროდ გაცხადებული პოზიციაა, რომ ისინი გაასაჩივრებენ აღნიშნულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის განჩინებას. შესაბამისად, ჩემი როგორც მოსამართლის ვალდებულებაა, რომ განვიხილო აღნიშნული საჩივარი.

 

საქართველოს კონსტიტუცია, საერთო სასამართლოების შესახებ კანონი ნათლად მიუთითებს, რომ აკრძალულია ანგარიშის მოთხოვნა მოსამართლისთვის კონკრეტულ საქმეზე, მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ მაღალი უნდა იყოს საზოგადოებრივი ინტერესი, ნებისმიერი პირი ვალდებულია დაემორილოს საქართველოს კონსტიტუციის იმპერატიულ მოთხოვნას.

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ასევე ნებისმიერი მოსამარლე ვალდებულია იზრუნოს სასამართლოს რეპუტაციაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წინაშე მოსამართლის წარდგომა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემა პირდაპირ თუ არაპირდაპირ დატოვებს კონკრეტულ საქმეზე მოსამართლის მიერ ანგარიშის ჩაბარების შთაბეჭდილებას, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მოსამართლის ავტორიტეტს და შექმნის მომავალში ანალოგიურის გამეორების სახიფათო პრეცედენტს. ამიტომაც მიმაჩინია, რომ საზოგადოებას არ შევუქმნა არასწორი წარმოდგენები და არ გამოვცხადდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე”, – წერს თამაზ ურთმელიძე თავის წერილში. 

 

სხდომის დაწყევბამდე ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ მას ჰქონდა კითხვები მოსამართლე თამაზ ურთმელიძესთან.

 

”ტრადიციულად, საქალაქო სასამართლო ყველა რეზონანსულ საქმეზე აკეთებს შესაბამის განცხადებას. ასეთი განცხადება არ გაკეთებულა ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ ტიპის კითხვები მექნებოდა. მე არ გამაჩნია არანაირი ეჭვი და არც მაქვს უფლება, რომ მქონდეს ასეთი ეჭვი. კითხვებს, რადგან არსებობს მაღლი საზოგადებრივი ინტერესი, დავსვამდი მხოლოდ ამ ნაწილში”, – განუცხადა ჟურნალისტებს ნინო გვენეტაძემ. 

 

ნინო გვენეტაძემ 2015 წლის 6 ნოემბერს განაცხადა, რომ მზად იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმატში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს შეხვედროდა მისი სურვილის შემთხვევაში.

 

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებით, რუსთავი 2–ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდათ. ტელეკომპანიის დროებით მმართველებად ტელეკომპანია იმედის ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.

თამაზ ურთმელიძე
თამაზ ურთმელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი