ახალი ამბები

პაატა სალია: ყარამანიშვილების განცხადება არ ემსახურება კომპანიის ინტერესებს

8 ნოემბერი, 2015 • • 1082
პაატა სალია: ყარამანიშვილების განცხადება არ ემსახურება კომპანიის ინტერესებს

”ყარამანიშვილებს შესთავაზეს, რომ წარმოედგინათ საკუთარი კანდიდატურა იმ პერიოდში, სანამ სასამართლო იმჯელებდა. რომ პირველი ინსტანციის სასამართლო განჩინების კანონიერებაზე ამ პერიოდში მომხდარიყო კონსენსუსი მხარეებს შორის. სამწუხაროდ, ყარამანიშვილების მხრიდან შერჩეულია კონფროტაციული ტონი. ჩემი აზრით, ეს არ ტოვებს სხვა საშუალებას გარდა იმისა, რომ მმართველებმა განახორციელონ დაკისრებული ფუნქციები; მათ პირდაპირ ევალებათ, რომ დაიწყონ მოქმედება. ამან შეიძლება კომპანიას მიაყენოს ზიანი, თუ ისინი არ იმოქმედებენ. მე ვთვლი, რომ ყარამანიშვილების ამ ტიპის განცხადება რეალურად არ ემსახურება კომპანიის ინტერესებს,” – განაცხადა პაატა სალიამ ”რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბარში. 

 

გია და ლევან ყარამანიშვილები აცხადებენ, რომ არ იღებენ ურთმელიძის მიერ დანიშნულ რუსთავი 2–ის დროებითი მმართველების, დვალისა და საყევარიშვილის შემოთავაზებას მათთვის მისაღები კანდიდატის დანიშვნასთან დაკავშრებით. 

 

რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი კი ამბობდნენ, რომ რადგანაც ამ ეტაპზე “რუსთავი 2″–ის გენერალურ და ფინანსურ დირექტორებს შეჩერებული ჰქონდათ უფლებამოსილება, მზად იყვნენ, ყარამანიშვილების მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი კანდიდატისათვის მიენიჭებინათ სრული უფლებამოსილება ტელეკომპანიის მართვის საკითხებში.

 

5 ნოემბრის განჩინებით მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2–ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერა. ტელეკომპანიის დროებით მმართველებად ტელეკომპანია იმედის ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი