ახალი ამბები

იანოშ ჰერმანი: მედიის მრავალფეროვნებას უშუალო გავლენა აქვს ასოცირების შეთანხმებაზე

6 ნოემბერი, 2015 • • 1691
იანოშ ჰერმანი: მედიის მრავალფეროვნებას უშუალო გავლენა აქვს ასოცირების შეთანხმებაზე

”ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ პოლიტიკური მრავალფეროვნება, მედიის თავისუფლება და მრავალფეროვნება საკვანძო ღირებულებაა, რომელიც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჩვენი დაახლოებისა საქართველოსთან. ამას აქვს უშუალო გავლენა ასოცირების შეთანხმებაზე. პირდაპირ კავშირშია მასთან, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრი გავაკეთეთ იმისათვის, რათა სასამართლო სისტემა საქართველოში განვითარებულიყო. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის გრანტებისა, რომელიც დაიხარჯა სწორედ სასამართლოს რეფორმირებისთვის და იმედი გვაქვს, რომ ეს რეფორმა მოიტანს თავის შედეგს. ამისთვის აუცილებელია, რომ იყოს სრული პატივისცემა სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობისა და ასოცირების შეთანხმების კუთხით.

 

რაც შეეხება კონკრეტულად ”რუსთავი 2”-ის საკითხს, ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ არ ვაკეთებ კომენტარებს კონკრეტული საქმის დეტალებზე, რომელიც ჯერ კიდევ სასამართლოშია. ჩვენ სრულად პატივს ვცემთ სასამართლოს დამოუკიდებლობას. მეორე მხრივ, ”რუსთავი 2”-ის საქმეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა ექნება საქართველოში მედიის თავისუფლების პატივისცემასა და საქართველოს ზოგად პოლიტიკურ იმიჯზე. გუშინ დავიძინე იმის ცოდნით, რომ დაუყოვნებკლივი აღსრულება არ უნდა მომხდარიყო და რუსთავი 2-ს ჰქონდა დრო გასაჩივრებისთვის. დღეს რომ გავიღვიძე, წავიკითხე ანგარიშები მედიიდან, საზოგადოების წარმომადგენლებისგან, რომ სიტუაცია მთლად ისე არ არის, როგორც გვეგონა. მე მომიწევს ვესაუბრო ყველა მნიშვნელოვან მოქმედ პირს, რათა მივიღო გადაწყვეტილება. ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ამ საკითხებს და დავუკავშირდებით ყველა ძირითად მოთამაშეს, რომ გავერკვეთ, რა ხდება. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესის მონიტორინგს”, – განუცხადა ”ბიზნესკონტაქტს” ტელეკომპანია მაესტროს ეთერით იანოშ ჰერმანმა.

 

”კონკრეტული შემთხვევების შეფასებისგან თავს შევიკავებ. თუმცა ვიტყოდი, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ისევე როგორც საქართველოში, მედიის მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია და საქართველოში საზოგადოება ამისთვის იბრძვის”, – განაცხადა ქრისტიან ურსემ, ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა.

 

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებით, რუსთავი 2–ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდათ. ტელეკომმანიის დროებით მმართველებად ტელეკომპანია იმედის ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.

იანოშ ჰერმანი
იანოშ ჰერმანი

მასალების გადაბეჭდვის წესი