ახალი ამბები

წულუკიანი: მოვითხოვ, აშშ-ის საელჩომ განმარტოს, რას ნიშნავს ღამით მოხდა მოვლენები

6 ნოემბერი, 2015 • • 1012
წულუკიანი: მოვითხოვ, აშშ-ის საელჩომ განმარტოს, რას ნიშნავს ღამით მოხდა მოვლენები

”მოსამართლის გუშინდელი გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებული იქნა დღის განმავლობაში და შემოვიდა საჯარო რეესტრში 18 საათისთვის და არა ღამე, როგორც ამას ზოგიერთი ამბობს (მათ შორის ზოგიერთი წარმომადგენელი რესპუბლიკური პარტიიდან, ზოგიერთი წარმომადგენელი საერთაშორისო თანამეგობრობიდან). საჯარო რეესტრმა ეს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიიღო გუშინ 5 ნოემბერს, 16 საათზე. 7-ის წუთებზე ეს გადაწყვეტილება იქნა საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული, რადგან არაფერი არ არის დასამალი, როცა საჯარო რეესტრში დოკუმენტაცია შემოდის. დილით საჯარო რეესტრმა აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შუალედური, დროებითი ხასიათის გადაწყვეტილებაა და დროებით მმართველებად დარეგისტრირიდნენ ბატონები: დვალი და საყევარიშვილი. მე მინდა მეგობრულად ვთხოვო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში, განმიმარტოს, რას ნიშნავს ღამით მომხდარი პროცესები და ხელი დამიდოს იმ დოკუემნტზე, იმ პროცესზე, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა ღამით. მე ველოდები პასუხს, რადგან შეშფოთებით ვნახე ის განცხადება, რომელიც აშშ-ის საელჩომ გააკეთა და რომელიც არაპირდაპირ აკნინებს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს, როგორც ინსტიტუტს”, – განუცხადა ”კურიერს” თეა წულუკიანმა.

 

5 ნოემბერს მოსამართე ურთმელიძემ სასამართლო განჩინებით უფლებამოსილება შეუჩერა ტელეკომპანია “რუსთავი 2 “- ის დირექტორს და ფინასურ მენეჯერს და დროებით მმართველებად დანიშნა რეზო საყევარიშვილი, ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი გენერალური დირექტორი, და დავით დვალი, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ერთ-ერთი ყოფილი მფლობელი, რომელმაც არხის წილების დასაბრუნებლად 2012 წელს პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. 

 

აშშ-ის ელჩი საქართველოში გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ და განაცხადა, რომ  “უაღრესად შეშფოთებულია რუსთავი 2-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუაღამეს განვითარებული მოვლენებით”.

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი