ახალი ამბები

დავით ბერძენიშვილი: ურთმელიძე ალბათ ცდილობს იყოს დღევანდელი უფროსობის კონტროლის ქვეშ

6 ნოემბერი, 2015 • • 983
დავით ბერძენიშვილი: ურთმელიძე ალბათ ცდილობს იყოს დღევანდელი უფროსობის კონტროლის ქვეშ

”რესპუბლიკური პარტია კატეგორიულად ემიჯნება ამ პროცესებს, საერთოდ ღამით მიღებული გადაწყვეტულებები ძალიან ცუდ ასოციაციებს იწვევს. მოვუწოდებ, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ისე საქალაქო სასამართლოს, რომ პოლიტიზებაში არ ჩაერთონ. ეს უნდა იყოს სამართლის საკითხები და ეს არ უნდა იყოს ყოფილ და დღევანდელ ხელისუფლებას შორის ინსტრუმენტად გადანაწილების საკითხები. ამიტომ მე იმის მოლოდინში ვარ, რომ პროცესები დაბრუნდება ნორმალურ მდგომარეობაში. მივმართავ, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ისე მოსამართლეებს, ძალიან სახიფათო ხასიათს იღებს ეს პროცესები. დღეს ხელისუფლებას ასეთი ურთმელიძისეული ”დათვური სამსახური” არ სჭირდება. როგორც ჩანს, ურთმელიძე, რომელიც დანიშნა გვარამიამ თავის დროზე, იყო მაშინ გვარამიას კონტროლის ქვეშ, ახლა ალბათ ცდილობს იყოს დღევანდელი უფროსობის კონტროლის ქვეშ. ჩვენ არ გვჭირდება კონტროლირებადი მოსამართლეები”, – განუცხადა ”რუსთავი 2”-ს დავით ბერძენიშვილმა.

 

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებით, რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდათ. ტელეკომმანიის დროებით მმართველებად ტელეკომპანია იმედის ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.

დავით ბერძენიშვილი. ფოტო – რესპუბლიკური პარტიის ფეისბუკის გვერდიდან
დავით ბერძენიშვილი. ფოტო – რესპუბლიკური პარტიის ფეისბუკის გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი