“მოსამართლის გადაწყვეტლებას პარლამენტის წევრის აზრი ვერ უშველის. კარგია ეს თუ ცუდი, იურისტებმა უნდა შეისწავლონ. თუ გასაჩივრება შეიძლება, უნდა გასაჩივრდეს, გუშინდელ დღემდე მდგომარეობით უფრო კმაყოფილი ვიყავი იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მოგვცა საშუალება მთლიანად დავრჩენილიყავით საკანონმდებლო სფეროში, ახლა ამ გადაწყვეტილების შემდეგ ისევ უნდა მოიძებნოს კანონიერი გზები, თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, გაპროტესტდეს და გასაჩივრდეს. ყველა მხდელობა, რომ გავიდეს კანონის სფეროდან და კანონებს არ დავემორჩილოთ, არის მიუღებელი, ნებისმიერი მხრიდან, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს. თუ კანონიერი არის მოსამართლის გადაწყვეტილება, ის კანონი უნდა გაასაჩივრონ საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორც აპირებენ. თუ უკანონო არის გადაწყვეტილება, მით უმეტეს, უნდა გაასაჩივრონ. ჩემთვის ძნელი სათქმელია, მოსამართლის გადაწყვეტილება მომწონს თუ არ მომწონს. პარლამენტის წევრებს ამის უფლება არ გვაქვს”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
პარლამენტარის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება დაძაბავს სიტუაციას, რადგან ”რუსთავი 2-თან დაკავშირებული დავა ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევს დაძაბულობას, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოეტანა მოსამართლეს.
კითხვაზე, მოსამართლის ამ გადაწყვეტილებით გაგრძელდება თუ არა ისევ ამ საკითხის პოლიტიზიება, პასუხობს, რომ საკითხი პოლიტიზებულია, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს, ვისაც არ უნდა მოსწონდეს მოსამარტლის გადაწყვეტლება.
”პოლიტიზებული როგორ არ არის. ხალხი რევოლუციის მოწყობას აპირებდა. ავტომატებით უნდა დახვედროდენ… რა თქმა უნდა, პოლიტიზებულია, მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტილება რამდენად არის უკანონო, ეს უნდა იყოს შესწავლილი და არა ის, ვის რა მოსწონს და ვის არა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონი უნდა აღსრულდეს. მეც არ მომწონდა საბჭოთა კავშირი, მაგრამ დამაპატიმრეს, იმიტომ, რომ კანონი ჰქონდათ, რომ უნდა დააპატიმროო. ვინმეს კანონი თუ არ მოსწონს, იმისთვის ვართ აქ, რომ შევცვალოთ კანონები. თუ კანონიერია გადაწყვეტლება, მაშინ უნდა წავიდეს ბრძოლა ამ კანონის გაუქმებისაკენ. მთავარია უკანონობა არ იყოს მოწოდებული რომელიმე მხრიდან”, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, სასამართლო არის დამოუკიდებელი ხელისუფლება და თუ საქართველოში ვერ პოულობენ სამართალს, პოულობენ უცხოეთში, ხოლო ”სხვა გზა, ის, რომ დავწვეთ და ბარიკადები აღვმართოთ, ეს გზა არ არის სწორი, ევროპისკენ მიმავალი გზა ეგ არ არის. ევროპისკენ მიმავალი გზა არის ის, რაც მიმდინარეობს აქამდე, საჩივარი განჩინება და ასე შემდეგ.”








