“მოხდა ის, რასაც ველოდით, საქართველოში გაფორმდა ბიძინა ივანიშვილის ბნელი, ევრაზიული ტიპის დიქტატურა. გაფორმდა დიქტატურა, რომელსაც საფუძვლად უდევს უსამართლობა, უკანონობა, ეს არის ძალადობა სასამართლოს ხელით და თამაზ ურთმელიძე მოსამართლე არ არის. რაც დღეს გააკეთა, არის სისხლის სამართლის დანაშაული და ადრე თუ გვიან გამოაშკარავდება ის ყველაფერი, რაც მასა და ამ ქვეყნის არაფორმალურ მმრთველს შორის იყო ამ შედეგის დადგომისთვის. მოხდა ის, რასაც წინასწარვმეტყველებდით, ის ხუთი თვალთმაქცურად დაყენებული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა მოსამართლემ, ვინაიდან ამის დაყენების არანაირი ინტერესი არ არსებობდა მხარის მიერ. მოხდა იმ გარიგებების გაბათილება, რომლითაც ქიბარ ხალვაშმა გაყიდა თავისი წილი 10 წლის წინ და დღევანდელი მესაკუთრეები, რომლებსაც მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ, ამოიშალნენ რეესტრიდან, როგორც მესაკუთრეები, და ქიბარ ხალვაშის გაფორმება მოხდა, როგორც მესაკუთრისა. ცხადია, ამ სასამართლო გაადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, გამოვიყენებთ ყველა პროცედურულ ნორმას, რომ ეს დიქტატურა, ეს სიბნელე, ეს უსამართლობა დავამარცხოთ და შევპირდე ყველას, პირველ რიგში, ამ მოსამართლეს, რომელმაც უსამართლობა ჩაიდინა, ის პასუხს აგებს. ხოლო ამ ქვეყნის ყველა კეთილსინდისიერმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს. დარბაზში იმყოფებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები. დარწმუნებული ვარ, რომ ამითი დაიწყება საქართველოში შემდგომი იზოლაცია. ბიძინა ივანიშვილს ხელი აქვს მოწერილი და მას სურს, რომ ეს ჯამახილია გადაარჩინოს. ამას ვერ შეძლებს, ამას გეუბნებით დარწმუნებით”, – განმუცხადა “რუსთავი 2”-ს ზაზა ბიბილაშვილმა.
დღეს, 3 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე. კერძოდ, სასამართლომ ხალვაშს მიაკუთვნა რუსთავი 2-ის წილის 100-ვე პროცენტი და ბათილად ცნო მის მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რის შემდეგაც ხალვაშმა რუსთავი 2-ში წილი დათმო.