“ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება და მოვუწოდეთ ყველა მხარეს, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულად წარმართულიყო ეს პროცესი. არა მგონია, რომ ვინმე აპირებდა ტელევიზიაში ძალით შესვლას. აჟიტირების ხარისხმა უნდა დაბლა დაიწიოს და კონსტრუქციულ იურიდიულ პროცესს დაუბრუნდეს ყველაფერი ეს. მგონია, რომ ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე, რომ ასე ღირსეულად წარვმართოთ არა მხოლოდ ეს, არამედ ყველა იურიდიული პროცესი”, – განუცხადა კურიერს გიორგი კვირიკაშვილმა.