ახალი ამბები

შსს-მ უცხო ქვეყნების სამ მოქალაქეს არალეგალურად ყოფნის გამო საქართველო დაატოვებინა

2 ნოემბერი, 2015 •
შსს-მ უცხო ქვეყნების სამ მოქალაქეს არალეგალურად ყოფნის გამო საქართველო დაატოვებინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ცნობით, 1992 წელს დაბადებული, უზბეკეთის მოქალაქე ლ.ა, 1988 წელს დაბადებული, ავღანეთის მოქალაქე მ.ქ. და 1984 წელს დაბადებული, ნიგერიის მოქალაქე ჩ.ტ. საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ყოფნის გამო ქვეყნიდან გააძევა.

შსს-ს ცნობით. მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფმა უზბეკეთის და ავღანეთის მოქალაქეებმა ქვეყანა დატოვეს.

რაც შეეხება ნიგერიის მოქალაქე ჩ.ტ-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვებისთვის 20-დღიანი ვადა დაუწესა. ჩ.ტ-მ აღნიშნული უფლება არ გამოიყენა, რის გამოც მიგრაციის დეპარტამენტმა მისი ნიგერიის ფედერალურ რესპუბლიკაში იძულებითი გაძევების პროცედურა აღასრულა. აღნიშნულ პირს საქართველოში შემოსვლა 3 წლის ვადით აეკრძალა, აცხადებს შსს.

ვიზა
ვიზა

მასალების გადაბეჭდვის წესი