ახალი ამბები

რინკევიჩსი ვიზის ლიბერალიზაციაზე: ვთვლით, რომ ევროპამ დაპირება უმალ უნდა შეასრულოს

24 ნოემბერი, 2015 • • 1289
რინკევიჩსი ვიზის ლიბერალიზაციაზე: ვთვლით, რომ ევროპამ დაპირება უმალ უნდა შეასრულოს

“ვფიქრობთ, არ არსებობს არავითარი მიზეზი იმისა, რომ დაყოვნდეს პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის კუთხით. ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველომ გადადგა ყველა საჭირო მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ვთვლით, რომ ევროპამაც თავისი დაპირება უმალ უნდა შეასრულოს.” – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე სხვადასხვა დარგში და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის კუთხით იქნება პოზიტიური. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სასამართლო სისტემის სფეროში რეფორმების პროცესის გაგრძელებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

ედგარს რინკევიჩსმა პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს და გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს მხარი დაუჭიროს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში:

 

“ჩვენს ქვეყნებს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა დამყარებული. გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას, როგორც ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში, ასევე ნატო-სთან ურთიერთობის კუთხით”- აღნიშნა ედგარს რინკევიჩსმა.

 

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი