ახალი ამბები

უსუფაშვილი: მნიშვნელოვანია, არ დაზარალდეს რუსთავი 2, ჟურნალისტებს აქვთ უფლება იმუშაონ

30 ოქტომბერი, 2015 • • 986
უსუფაშვილი: მნიშვნელოვანია, არ დაზარალდეს რუსთავი 2, ჟურნალისტებს აქვთ უფლება იმუშაონ

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაზარალდეს მედია, “რუსთავი 2”, რა მიმართულებითაც არ უნდა იყურებოდეს მისი ხელმძღვანელობა თუ ჟურნალისტები, რა ღირებულებებსაც არ უნდა იზიარებდნენ, მათ აქვთ უფლება იმუშაონ. ამასობაში, ის მაოცებს, რომ ყველა საუბრობს ამ საკითხზე გუშინაც, დღესაც, გარდა იმისა, ვისაც ეხება ეს საკითხი. კონკრეტულად, ამ არხის დღვანდელი მეპატრონეები. ხელისუფლება დამნაშავეა იმაში, რომ ბატონი ბაქრაძის ლიდერი სააკაშვილი ასე აზროვნებს, ასე მეტყველებს და ასეთ აზრებს სახავს? თუ გვეუბნებიან, რომ მეურვეობა არის დასაწესებელი მათ პოლიტიკურ ლიდერზე, რომ მან მსგავსი “შეცდომები”, რბილად რომ ვთქვათ, არ დაუშვას, განვიხილავთ ამ საკითხს”, – განუცხადა “იმედს” დავით უსუფაშვილმა.

 

გუშინ, 29 სექტემბერს, გამოქვეყნდა ჩანაწერი სატელეფონო საუბრისა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას შორის. მეორე ჩანაწერი- მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის.  

 

ჩანაწერის მიხედვით, სააკაშვილი ბოკერიასა და გვარამიას ურჩევს, რომ მოაწყონ ბარიკადები რუსთავი 2-ის ოფისთან და არ მისცენ საშუალება, რომ სასამართლოს აღსრულება განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას.

 

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ გამოძიება მიმდინარეობს 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს  შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად.

 

დავა ქიბარ ხაკლვაშსა და რუსთავი 2-ის მფლობელებს შორის სასამართლოში მიმდინარეობს. ხალვაში აცხადებს, რომ მისი საკუთრება, ტელეკომპანია რუსთავი 2 , მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ზეწოლის შედეგად დაათმობინეს.

დავით უსუფაშვილი. ფოტო – დავით უსუფაშვილის ოფიციალური Facebook გვერდიდან
დავით უსუფაშვილი. ფოტო – დავით უსუფაშვილის ოფიციალური Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი