ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ძალადობის კადრების ტირაჟირება

23 ოქტომბერი, 2015 •
კვირიკაშვილი: ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ძალადობის კადრების ტირაჟირება

„მინდა ვთქვა, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ძალადობის კადრების ტირაჟირება. ეს არის დაბრუნება იმ საშინელ წარსულში, რომელიც საქართველომ გაიარა. ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს ერთხელ და სამუდამოდ. მე არ ვიცი, ვინ აკეთებს ამას, ეს ნამდვილად არ არის მთავრობის ინტერესი და ვინც აკეთებს, არ აქვს მნიშვნელობა, სად არის, სად მუშაობს, რომელი გუნდის წევრია, ეს არის ადამიანების ფსიქიკის დანგრევა. ახალგაზრდების, რომლებსაც შეიძლება ცხოვრება დავუმახინჯოთ მარტო იმითი, რომ ეს უბედურება ვაჩვენოთ, რაც გაიარა საქართველოს მოსახლეობის ერთმა ნაწილმა. კატეგორიულად ვემიჯნები ქალაქების და რაიონული ცენტრების მასშტაბით ასეთი რაღაცების ჩვენებას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყოფითად შეაფასა ბიზნესმენ გიორგი კოდუასთან ახალგაზრდების ჯგუფის შელაპარაკება. მან მოუწოდა ყველას, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ემოციების ქუჩაში გადატანისგან, რადგან ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოყვეს.

 

“დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცველებს ექნებათ რეაგირება მსგავს შემთხვევებზე. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი