“ქვეყანაში როდესაც თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებიან და უწევენ მხარდაჭერას ამ კადრების გავრცელებას, არის სამარცხვინო და ასეთი პროცესი უნდა შეწყდეს, რომელიც ხელს უწყობს უფრო მეტად ძალადობის ესკალაციას”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
შაბათს, 17 ოქტომბერს უკრაინის მედიაში გავრცელდა ე.წ. კასრების კადრები, სადაც აღბეჭდილია ადამიანის წამება, რომელიც გადაღებულია საქართველოში. შსს-მ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის უკანონოდ გავრცელების მუხლით დაიწყო.
პროკურატურის განცხადებით, ადამიანების წამების საქმეზე სასამართლო დავა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს, ამიტომაც გამოძიება ვერ გაანადგურებდა ამ კადრებს, რადგან გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იყო.