ახალი ამბები

ღარიბაშვილი: წამების კადრების განადგურების უფლება კანონით არ მქონდა

18 ოქტომბერი, 2015 • • 1302
ღარიბაშვილი: წამების კადრების განადგურების უფლება კანონით არ მქონდა

”ეს კადრები არის სწორედ ის კადრები, რომლებიც ჩემი მინისტრობის დროს იქნა აღმოჩენილი. მოგეხსენებათ, რომ მე ვიყავი მაშინ მინისტრი, როცა გამოვიძიეთ ეს ძალიან მძიმე დანაშაული და მართლაც ძალიან ოპერატიულად გავხსენით ეს საქმე. გამოძიება დაადგენს, თუ როგორ მოხდა ამ კადრების გავრცელება და ა.შ. მაგრამ ძალიან მარტივი საფიქრალია ისიც, რომ ამ კადრების ძალიან ბევრი ასლიც არსებობდა. ეს კადრები როგორ გავრცელდა, შეიძლება მრავალი ვერსია იქნას განხილული, მაგრამ მთავარი არის ის, რომ წინა მთავრობა, სააკაშვილის რეჟიმი, მე აღარ მინდა უბრალოდ ამ თემაზე ვისაუბრო, მაგრამ ეს იყო სადისტური რეჟიმი, რაც კიდევ ერთხელ ნათლად წარმოჩინდა,”- აცხადებს მინისტრი.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი შსს მინისტრობის პერიოდში განადგურდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-ფირები.

 

”გამოდიან ე.წ. ექსპერტები და ვიღაცები, გამოდიან და იძახიან და პირდაპირ ატყუებენ მოსახლეობას, რომ თითქოს მე დავპირდი ამ კადრების განადგურებას. მე ამის უფლება არ მაქვს, მე არ ვდგავარ კანონზე მაღლა და არც მქონია არასდროს ამის პრეტენზია. ჩვენ გავანადგურეთ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-ფირები. ეს [წამების] კადრები როგორ შეიძლება მე გავაუქმო? რა უფლება მაქვს? ეს კადრები ინახება საქმეში,”- აცხადებს პრემიერ-მინისტრი. 

 

17 ოქტომბერს უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით რამდენიმე ქართულმა პორტალმა წამებისა და გაუპატიურების ამსახველი კადრები გაავრცელა, კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი