ახალი ამბები

ილია მეორე: საქართველოში და განსაკუთრებით სვეტიცხოველში დაწესდეს 24-საათიანი ლოცვა

14 ოქტომბერი, 2015 • 1498
ილია მეორე: საქართველოში და განსაკუთრებით სვეტიცხოველში დაწესდეს 24-საათიანი ლოცვა

როგორც ილია მეორემ აღნიშნა, საქართველო გამოირჩეოდა ისტორიულად თავისი დიდი ლოცვებით და შემთხვევით არ არის, რომ საქართველოს ეკლესიამ აღადგინა შვიდგზის ლოცვა.

 

”საქართველო გამოირჩეოდა ისტორიულად თავისი დიდი ლოცვებით. შემთხვევით არ არის, რომ ჩვენ აღვადგინეთ უძველესი წესი, შვიდგზის ლოცვა. შვიდჯერ დღეში ლოცულობდა ჯერ კიდევ დავით მეფე ისრაელისა, ფსალმონთა დამწერელი. აი, დღეს მე მინდა მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ საქართველოში და განსაკუთრებით სვეტიცხოველში დაწესდეს 24-საათიანი ლოცვა. ყველა ადამიანს დღე და ღამე ექნება საშუალება, რომ შემოვიდეს სვეტიცხოველში და შეასრულოს ლოცვა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ლოცვები. ჩვენთან არს ღმერთი!,” – განაცხადა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა.

 

დღეს, 14 ოქტომბერს, მცხეთაში  მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. საზეიმო წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ აღავლინა.

პატრიარქი, ილია მეორე
პატრიარქი, ილია მეორე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი