ახალი ამბები

გამოკითხულთა 36% უკმაყოფილოა თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოებით

12 ოქტომბერი, 2015 •
გამოკითხულთა 36% უკმაყოფილოა თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოებით

გამოკითხვის მიხედვით, 41% კმაყოფილია სამარშრუტო ტაქსების მომსახურებით, ხოლო 26% უკმაყოფილოა. 46%-ს აკმაყოფილებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგი. თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულება 44%-ისთვის არადამაკმაყოფილებელია, ხოლო 25% კმაყოფილია.

 

გამოკითხულთა 26%-ს საზოგადოებრივი ტრანსპროტის უსაფრთხოება არ აკმაყოფილებს, ხოლო 24% კმაყოფილია. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სანიტარული მდგომარეობით უკმაყოფილოა 39%, განსხვავებულად ფიქრობს 24%.

 

უკმაყოფილება კიდევ უფრო მატულობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში თავისუფალი ადგილების კუთხითაც. გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ საზოგადიებრვი ტრანსპორტში საკმარისი ადგილები არ არის, ხოლო 73% ამბობს, რომ ტრანსპორტი თბილისში სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის ადაპტირებული არაა.

 

აღნიშნული კვლევა, რომელიც ადგილობრივი პრობლემების საკითხებით დაინტერესდა, NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართელომ ჩაატარა საქართველოს 9 ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, თელავში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, მცხეთასა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში. კვლევაში გამოიკითხა 4448 ადამიანი 2015 წლის 8 აგვისტოდან-10 სექტემბრამდე. კვლევა წარმომადგენლობითია. კვლევის საშუალო ცდომილება არის 3%.

 

კვლევის მეორე ნაწილს, რომელიც პოლიტიკურ ნაწილზეა ფოკუსირებული, ხუთშაბათს გამოაქვეყნებს.

ყვითელი ავტობუსები
ყვითელი ავტობუსები

მასალების გადაბეჭდვის წესი